From Georgia with Love Festival

06 Oct 2017 From Georgia with Love Festival

Details


Venue : The Netherlands
Contact Website : http://www.oktoich.nl

6-16 ოქტომბერს ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ ,,იალონის” (ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი) მიერ ჰოლანდიის სამ ქალაქში (ამსტერდამი, გრონინგენი, უტრეხტი, ) გამართულ მასტერკლასებსა და კონცერტებს გუნდი ,,ოქტოიხი”,(ხელმძღვანელი  ალიონა ოვსიანნიკოვა-ვუგდი) ამსტერდამის კულტურის სამინისტრო, „VSB fonds”, “PRINS BERNHARD  CULTUURFONDS”, “AFK” მასპინძლობდა. ღონისძიებები ფესტივალის ,,From Georgia with love” ეგიდით გაიმართა. საქართველოს მხრიდან ანსამბლ ,,იალონს” თანადგომა გაუწიაTBC ბანკმა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს. აღსანიშნავია ფესტივალის მაღალი დონით ორგანიზებულობა. ქართული სიმღერა-გალობის შემსწავლელ მასტერკლასებში ჩართული იყო 100 ზე მეტი ადამიანი, გუნდი ,,კავკასიკა” და „უტრეხის მოგზაური მომღერლები“, ასევე იოკე ვან დერ ვეიდი და მისი საქველმოქმედო სახელოვნებო ჯგუფი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდ ,,ოქტოიხის” ხელმძღვანელს ალიონა ოვსიანნიკოვა-ვუგდს, იუდიტ ჯენსენს და თითოეულ წევრს, რომელთაც პროფესიონალიზმთან ერთად განსაკუთრებულიუ გუნდური ურთიერთობები და ადამიანური კულტურა გამოარჩევთ.

In 6-16 Octomber, 2017 women traditional Music Ensemble Ialoni (director:  Nino Naneishvili) held concerts and masterclasses unred the auspieces of festival -,,from Georgia, with love”.( Amsterdam, Utrecht, Groningen)  hosted by Ministry of Culture of Holland , Ensemble ,,Oktoich”( director: Aliona Ovsiannikova-Voogd)  „VSB fonds”, “PRINS BERNHARD  CULTUURFONDS”, “AFK”. 100 peope were participated In masterclasses of Georgian songs and chants. Between the participants were: group ,, Caucasica”  “Utrecht Travel Singers”, Joke van der Weide’s charity art group. Special thanks to director of Ensemble Oktoich Aliona Ovsiannikova-Voogd, Judith Janssen  and to every member of the group wchich are talanted by professionalism, , team relations and human culture.
We want to express special gratitude to TBC bank Mr. Mamuka Khazaradze, for great support to Ensemble Ialoni .

© Powered by Netiko.ge - Photos © Levan Vaznareli, Dato Jamrishvili, Irakli Abashidze