Indipendence Day in Ozurgeti

26 May 2019 Indipendence Day in Ozurgeti Free

Details

Time : 15:00

26 მაისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში გიმასპინძლებთ!

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის დაგეგმილია არაერთი შემეცნებითი აქტივობა , რომლის მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარებაა.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონების კულინარიულ მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა.

გაცოცხლდება ნიკო ფიროსმანის ტილოების პერსონაჟები და მოეწყობა ფოტოგადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“

‍‍‍ ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები.

დეტალური პროგრამა:

13: 00 – 19:00

• საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

• ღვინის გამოფენა-გაყიდვა

• ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა

13:00- 20:00

• პრეზენტაციები გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეულ და წარმატებულ ადამიანებზე.

• ფიროსმანის ცოცხალი ყვავილების პანო

• ცოცხალი ფოტო გადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“

13:00 18:00

• საბავშვო აქტივობები

12:00 16:00

• საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ფოლკლორის ფესტივალი.

14:00-19:00

ღონისძიების სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ანსამბლები:

• ოზურგეთის სალოტბარო სკოლა
• ანსამბლი გურია
• ანსამბლი შემოქმედი
• ანსამბლი ამაღლება
• ანსამბლი მხედრები
• ანსამბლი შვიდკაცა
• ანსამბლი შილდა
• ანსამბლი იალონი
• ანსამბლი სახიობა
• ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი
• ანსამბლი თბილისი
• ანსამბლი ერისიონი

17:10 ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ანსამბლი „ერისიონი“ შეასრულებს.

19:00 21:00 გაიმართება გალა კონცერტი.

ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე!

© Powered by Netiko.ge - Photos © Levan Vaznareli, Dato Jamrishvili, Irakli Abashidze