Ialoni in Ozurgeti

25 Jul 2016 Ialoni in Ozurgeti (Guria) Free

Details

Time : 15:00
Venue : Tsutsunava theater, Ozurgeti (Guria)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი „იალონი“ 2016 წელს ახორციელებს პროექტს „შემოქმედებით-საგანმანათლებლო ტურები საქართველოს რეგიონებში“, რომლის ფარგლებშიც ანსამბლი ეწვევა საქართველოს ექვს სხვადასხვა რეგიონს. შემოქმედებითად საინტერესო და მრავალფეროვან ტურნეს ვაგრძელებთ ოზურგეთში!!!

24 ივლისს – 13:00 სთ.ზე ჩატარდება მასტერკლასი ოზურგეთის ადგილობრივი ანსამბლებისათვის.
25 ივლისს – 15:00 სთ.ზე ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი უმასპინძლებს ანსამბლ ,,იალონის“ სოლო კონცერტს. წარმოდგენილი იქნება მუსიკალურ-ეთნოგრაფიული ჩანახატები „მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოზურგეთის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი და გორდელაძეების საოჯახო ანსამბლი.

კონცერტი ატარებს საქველმოქმედო ხასიათს და უკავშირდება ჩვენი მეგობრის – ზვიად ბერიაშვილის დასახმარებლად წამოწყებულ თანადგომის აქციას. მსმენელს შესაძლებლობა ექნება ფინანსური მხარდაჭერა გამოხატოს ამ იდეის მიმართ.
კონცერტის საორგანიზაციო საკითხების მხარდამჭერია გურული ტრადიციული მუსიკის კავშირი!

სიხარულით გელით! ♥

© Powered by Netiko.ge - Photos © Levan Vaznareli, Dato Jamrishvili, Irakli Abashidze