Ialoni in UK

06 Apr 2018 Ialoni in UK

Details


Venue : UK

2018 წლის 5-11 აპრილს ინგლისის ორ ქალაქში – კემბრიჯსა და ლონდონში გაიმართება ქართული ტრადიციული მუსიკის მასტერკლასები და კონცერტები, რომელსაც ანსამბლ ,,იალონის“ ხელმძღვანელი – ეთნომუსიკოლოგი ნინო ნანეიშვილი და ანსამბლის წევრები ჩაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ქართული მრავალხმიანი სიმღერა-გალობის ,,ჩატანა“ ცნობილი ეთნომუსიკოლოგის, ედიშერ გარაყანიძის სახელს უკავშირდება. ლონდონის ქართული სიმღერის ანსამბლ ,,მასპინძელის” და კემბრიჯის ანსამბლ ,,ჩელას“ დაარსებაც, თითქმის ორი ათეული წლის წინ, მისი შთაგონებით მოხდა.
ანსამბლები სისტემატიურად ღებულობენ მასტერკლასებს ქართველი მუსიკოლოგებისა და შემსრულებლებისგან.
ანსამბლი ,,იალონი“ თავის სასიმღერო შემოქმედებას, დიდ ბრიტანეთში წელს პირველად წარადგენს.

5 აპრილი – მასტერკლასი კემბრიჯში, ქართული პოლიფონიის შემსწავლელ ანსამბლ ,,ჩელასთან“ (მის: 1 Lyndewode Road, Cambridge, CB1 2HL).

6 აპრილი – ,,იალონისა“ და გუნდ ,,ჩელას“ ერთობლივი სააღდგომო კონცერტი (18:00-19:30 სთ. მის: Saint Maria’s Church).

7 აპრილი – ღია ვორქშოპი ქართული მრავალხმიანობის შემსწავლელ გუნდ ,,მასპინძელთან“. (14:00-18:00 სთ. მის: London. All Saint Church, Talbot Road, Highate #6 4QH)
7 აპრილი – ანსამბლ ,,იალონის“ სოლო კონცერტი (19:00-20:00 სთ. მის: London. All Saint Church, Talbot Road, Highate #6 4QH).

Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლონდონის დრამისა და თეატრის Rose Bruford-ის კოლეჯის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, 9-11 აპრილს გოგონები სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ქართული ტრადიციული სიმღერის, ცეკვის, რიტუალების შემსწავლელ მასტერკლასებს ჩაატარებენ. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მაისის თვეში კოლეჯის სტუდენტები ექსპედიციით ჩამოვლენ სვანეთის და აჭარის რეგიონში, ადგილობრივი შემსრულებლების, მთქმელების, მოცეკვავეების, მათი ზნე-ჩვეულების, ბუნების გასაცნობად . ასევე, ლონდონის დრამისა და თეატრის კოლეჯში მივლინებულ იქნებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის 5 ლექტორი და 3 სტუდენტი. ამ შემოქმედებითი თანამშრომლობის შემაჯამებლად, Rose Bruford-ის პროგრამების დირექტორი გაბრიელ გავინი გეგმავს თეატრალური წარმოდგენის დადგმას ქართული ფოლკლორის მოტივებზე, ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით. საკონცერტო გამოსვლებისას მოეწყობა ,,იალონის” მეოთხე კომპაქტდისკის პრეზენტაცია.ქართულ-ბრიტანული კულტურისათვის ამ უმნიშვნელოვანესი, მრავალმხრივი პროექტის თანადაფინანსებაში გაწეული უანგარო თანადგომისათვის გულითად მადლობას მოვახსენებთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს და TBC BANK – თიბისი ბანკის.

Ensemble IALONI in UK 5-11 April, 2018 – Cambridge & London Georgian traditional music masterclases and concerts held ensemble IALONI and its choimaster, ethnomusicologist – NINO NANEISHVILI It should be noted, that for the first time it was Edisher Garakanidze – famous ethnomusicologist who brought Georgian traditional chant & song to UK. Approximately twenty years ago, under his inspiration was created Georgian traditional music ensembles “MASPINDZELI” (London) and “CHELA” (Cambridge). Georgian musicians and ensembles often have masterclasses form them. It’s first time for IALONI to present its repertoire in UK.

Cambridge 5 April – adress: 1 Lyndewode Road, Cambridge, CB1 2HL, IALONI’s Masterclass with ensemble “Chela”

6 April, at 18:00-19:30 – EASTER Concert, Saint Maria’s Church Ensembles: IALONI & CHELA

7 April at 14:00-18:00 London. All Saint Church, Talbot Road, Highate #6 4QH Open workshop with ensemble “MASPINDZELI” 19:00 – 20:00 – London. All Saint Church, Talbot Road, Highate #6 4QH Solo concert of ensemble IALONI

9-11 April Ialoni’s members and students will held different masterclasses of songs, dances and rituals within the Erasmus exchange program, in collaboration with London’s Drama and theatre college-Rose Bruford and Ilia State University. In May, within the above mentioned program, college students will come to Georgia for expeditions in Svaneti and Racha region to meet and record local dancers, singers and their rituals. Also, five lecturers and three students of music centre of Ilia State University will go to London in Drama and Theatre college. Director of Rose Bruford’s programs, Mr. Gabriel Gavani is planning to stand theatrical performance on the motive of Georgian folklore, to sum up this creative collaboration. Performed by Georgian and foreigner students.
During the concerts IALONI’s new, fourth album will be presented .

Thanks to the unanimous support of co-financing this very important, multilateral project for Georgian-British culture, we would like to express our gratitude to Mr. Mamuka Khazaradze and TBC Bank.

© Powered by Netiko.ge - Photos © Levan Vaznareli, Dato Jamrishvili, Irakli Abashidze