Grimaud and Georgian Song

13 Jun 2019 Grimaud and Georgian Song

Details

Time : 19:00

2019 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19 საათზე გაიმართება წიგნის – „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ – პრეზენტაცია.

ივეტ გრიმო არის ლეგენდად ქცეული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ქალი, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში კონსერვატორიის პროფესორებთან, შალვა ასლანიშვილსა და გრიგოლ ჩხიკვაძესთან 7 წლიანი მიწერ-მოწერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მოახერხა საბჭოთა სუკ-ის (კგბ) დიდი წინააღმდეგობის გადალახვა და საქართველოში ჩამოვიდა უნიკალური ხალხური სიმღერების ჩასაწერად.

საპრეზენტაციო ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი გვაცნობს ივეტ გრიმოს ორიგინალურ ნაშრომებს ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ და მის მიერ პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 1967 წელს ჩაწერილ 331 ნიმუშს. მკითხველი, ასევე, გაიგებს მისი ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებს და წაიკითხავს 2010 წელს მასთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ცოცხლობდა მის მეხსიერებაში 40 წელზე მეტი ხნის წინ იმ ხალხთან ურთიერთობით მიღებული შთაბეჭდილება, XX საუკუნის 60-იან წლებში ჯერ კიდევ „ძველ აღთქმაში რომ ცხოვრობდა“.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები: ბასიანი, ანსამბლი ანჩისხატი, მთიები, ადილეი, სახიობა, კიმილია, იალონი, შილდა, მჭელი, გალობის უნივერსიტეტის გუნდი. შესრულდება 1967 წელს ჩაწერილი უნიკალური რეპერტუარი.

© Powered by Netiko.ge - Photos © Levan Vaznareli, Dato Jamrishvili, Irakli Abashidze